ჩვენს შესახებ


გამარჯობა!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ბლოგზე.

ჩვენი კოლექტივი შედგება საზოგადოების სხადასხვა ფენის და სხვადასხვა  ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მორწმუნე ადამიანებისგან, რომელთაც ერთი საერთო გვაერთიანებს: ყველა ჩვენგანმა ერთ დღეს შევიცანით და ვირწმუნეთ ღვთის უსაზღვრო სიყვარული ჩვენდამი, რომელიც მან იმით დაგვიმტკიცა, რომ წარმოგზავნა ქვეყნად თავისი ერთადერთი ძე *იესო* ჩვენი ცოდვების გამო სანაცვლეო მსხვერპლად. *ის* შეეწირა ზვარაკად(ყურბნად) გოლგოთაზე ჩვენი ცოდვების გამო, დაკრძალულ იქნა და მესამე დღეს აღსდგა.

ყოველი  ჩვენგანი აღფრთოვანებული და გაოცებულია *მისი* აღდგომის ძალის გამოვლინებით *დღეს*! რომელიც გამოიხატა  მრავალი ადამიანის  უკურნებელი სენისაგან  სასწაულებრივად  განკურნებაში (კიბო, ცეროზი, ჰაიმორიტი, ქრონიკული შიშები, სისხლის დაავადებანი, დიაბეტი, ახელილი თვალები…) მრავალთა რადიკალურად შეცვლილი ცხოვრებანი(ნარკომანები, ლოთები, მაგინებლები, კრიმინალები, მრუშები, მწეველები…), აღდგენილი ოჯახები, საწაულებრივად ნაპასუხები ლოცვები, ბოროტი სულებისა და წყევლებისგან ნაწვალები ხალხის განთავისუფლების უამრავი მოწმობა, იესოს სასწაულებრივი გამოცხადებანი ცხადში თუ სიზმრად…

ყველაფერი ეს წელში გმართავს, გაძლევს მტკიცე საფუძველს წარმატებული ცხოვრებისთვის  და აგანთებს სურვილით სხვაც აზიარო ამ საოცარ – უსაზღვრო სიყვარულს გამოვლენილს შველაში და მხარდაჭერაში დღეს , აღმსდგარი და მარად ცოცხალი უფლისაგან!

ჩვენს მიერ ამ ბლოგის შექმნის მთავარი მიზანი იყო, რომ ინტერნეტის საშუალებით, მარტივად და უბრალოდ გადმოგვეცა ეს სასიხარულო  ამბავი (სახარება) თქვენთვის.

იესო დღეს ცოცხალია!  ჩვენ ვართ ამის ცოცხალი მოწმენი! მას ძალუძს შეცვალოს და გადაარჩინოს შენი ცხოვრება!

ვიმედოვნებთ, რომ ბლოგზე  გატარებული დრო  არ ჩაივლის უკვალოდ თქვენს ცხოვრებაში…

პატივისცემით  ბლოგი “აირჩიე სიცოცხლე”–ს  კოლექტივი.

ყურადღება: ბლოგი შექმნილია როგორც კლასიკური თვალსაჩინოება მათთვის ვინც მთელი გულით ეძებს უფალთან სიახლოვეს და მის შეცნობას. ამიტომ ჩვენ ბლოგს განახლებას არ ვუკეთებთ(მისი ფორმატი არ იცვლება). თქვენ შეგიძლიათ დროთა დრო შემოხვიდეთ და ისიამოვნოთ…  და  რა თქმა უნდა გაუზიაროთ მეგობრებსაც.

gh

..