ნაბიჯი – მესამე


და მაინც; თქვენი აზრით ვინ არის იესო?

 

Bible-Newsყველა დროის ყველაზე გამოჩენილი პიროვნება?                             კაცობრიობის ყველაზე უდიდესი ლიდერი?                                                       ყველაზე უდიდესი მასწავლებელი? კაცობრიობისთვის უდიდესი სიკეთის მომტანი? 

მოინახულეთ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხე, შეხვდი სხვადასხვა რელიგიის აღმსარებლებს და თუ ისინი ოდნავ მაინც არიან ჩახედული ისტორიაში, მიუხედევავად იმისა თუ რამდენად ერთგული აღმსარებელნი არიან თვაიანთი რელიგიისა, ისინი აუცილებლად აღნიშნავენ, რომ არც ერთ ეპოქაში და არც ერთ ადგილზე არ უცხოვრია პიროვნებას რომელიც შეედრებოდა იესო ნაზარეველს…             ის არის ყველაზე უნიკალური პიროვნება ყველა დროისა თუ ერისა.

იესომ მთლიანად შეცვალა ისტორიის ჟამთასვლა, ამის დასამტკიცებლად შორს წასვლა არ არის საჭირო; ნება მომეცი გკითხო: რომელია წელია ახლა? – (2010)?! და ვისი შობიდან?… ქრისტეს შობიდან 2010წელი?!…  დიახ, ჩვენ მასში ვცხოვრობთ, ვიძვრით და ვარსებობთ… მისი იგნორირება, არ დაფასება და არ დანახვა საკუთარი თავის უარყოფის და არ დაფასების ტოლფასია..

იესო ქრისტეს მოსვლა იყო ნაწინასწარმეტყველები.

ასწლეულების უკან ქრისტეს შობამდე, წმინდა წერილებში იყო დაწერილი ისრაელის წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც აუწყებდნენ მესიის(მხსნელის) მოსვლას. ძველ აღთქმაში 300–ზე მეტი წინასწარმეტყველებაა, რომლებიც აღწერენ იესოს მოსვლას. ყველა ეს წინასწარმეტყველება: მისი საოცარი შობა, უცოდველი ცხოვრება, მის მიერ მოხდენილი მრავალი სასაწაული, მისი სიკვდილი და აღდგომა სრული სიზუსტით აღსრულდა.  ცხოვრება რომელიც იესოს ჰქონდა, სასწაულები, რომელსაც ის ახდენდა, მისი სიტყვები, სიკვდილი ჯვარზე, აღდგომა და ზეცად ამაღლება–ყველაფერი ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ის არ იყო უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, არამედ გაცილებით უფრო მეტი. იესო ამტკიცებდა: “მე და მამა ერთი ვართ…ჩემმა მხილველმა იხილა მამა…მე ვარ გზა,ჭეშმარიტება და სიცოცხლე,მამასთან ვერავინ მივა,თუ არა ჩემით”.

მის ცხოვრებას და კეთილ უწყებას(სახარებას) მივყავართ ცვლილებებისკენ.

დააკვირდით იესოს ცხოვრებას, იმ ზეგავლენას, რომელიც მან მოახდინა ისტორიაზე და თქვენ დაინახავთ, რომ  მას და  ასევე მის ქადაგებებს მოაქვს უდიდესი ცვლილებები ცალკეულ ადამიანებში და ერებში. ყველგან  სადაც მიიღეს მისი სწავლება, მყარდებოდა ქორწინების სიწმინდე, საზოგადოება ღებულობდა ქალთა აზრებს და უფლებებს, იქმნებოდა სკოლები და უნივერსიტეტები, ღებულობდნენ კანონებს ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ, უქმდებოდა მონობა და ხდებოდა მრავალი სხვა ცვლილებები, რომლებიც მიმართული იყო კაცობრიობის სასიკეთოდ.

ვინ არის თქვენთვის იესო ნაზარეველი?

როგორც მიწიერი, ასევე მარადიული სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უპასუხებთ ამ დასმულ კითხვას.

ბიბლიური ქრისტიანობა, ეს არა მხოლოდ უბრალო ცხოვრებისეული ფილოსოფია, ეთიკური ნორმა ან რელიგიური რიტუალების დაცვაა. ჭეშმარიტი ქრისტიანობა დაფუძნებულია ცოცხალ, პირად ურთიერთობებზე მკვდრეთით აღმსდგარ უფალთან და მხსნელთან.

აღმსდგარი ფუძემდებელი

 
იესო ნაზარეველი იყო ჯვარცმული, დაკრძალული და სამი დღის შემდეგ ის ტრიუმფალურად აღსდგა მკვდრეთით .

იესოსადმი რწმენის მტკიცე საფუძველი.

იესოს აღდგომა წარმოადგენს ქრისტიანული რწმენის შუაგულს. არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სწავლობენ აღდგომის ფაქტს და ისინი აღდგომას არასაკამათო საკითხად მიიჩნევენ რამდენიმე მიზეზის გამო:
1.წინასწარმეტყველება.იესომ თვითონ იწინასწარმეტყველა მისი სიკვდილი და აღდგომა, და ის ისე აღსრულდა,როგორც თვითონ თქვა
2.ცარიელი სამარხი. აღდგომის უტყუარი საბუთი არის მისი ცარიელი სამარხი! 
3.იესო ქრისტეს ცოცხლად გამოცხადება აღდგომის შემდეგ. აღდგომის შემდეგ იესო სულ ცოტა ათჯერ ეჩვენა მათ, ვინც მას იცნობდა. უფალმა დაამტკიცა, რომ ეს არ იყო ჰალუცინაციები (მოჩვენებები). ის ჭამდა და საუბრობდა თავის მოწაფეებთან, ისინი ეხებოდნენ მას, მათ კი თავდაპირველად ეგონათ, რომ მოჩვენებას ხედავდნენ.
4.იესოს მიმდევართა შეცვლილი ცხოვრება. იესოს აღდგომა ერთადერთი ლოგიკური მიზეზია იმ  ცვლილებებისა, რაც მოხდა მის მიმდევართა ცხოვრებაში. მოწაფეებმა ის მიატოვეს სიკვდილის წინ. იესოს სიკვდილის შემდეგ ისინი დაიბნენ და შეშინდნენ. მათ არ ჰქონდათ იმედი, რომ იესო მკვდრეთით აღსდგებოდა. იესოს აღდგომის შემდეგ, იგივე დაბნეული და იმედგაცრუებული ადამიანები შეიცვალნენ მკვდრეთით აღმსდგარი ქრისტეს ხილვის შედეგად; და შემდგომ ამისა, მისი სახელით მოწაფეებმა გადააბრუნეს მთელი მსოფლიო მიიტანეს რა ქრისტეს სახარება ყველა ადგილზე, ხმლისა და ძალადობის გარეშე.

ყოველივე ზემოთ თქმული  და კიდევ სხვა მრავალი საბუთი ამტკიცებს, რომ იესო ნაზარეველი არის ღვთის ძე და აღთქმული მხსნელი კაცობრიობის…

ცოცხალი მხსნელი. იესო ქრისტე ცოცხალია. ის აკურთხებს და ამდიდრებს მათ ცხოვრებას ვისაც სწამს მისი და ემორჩილება მას.
რაოდენ თამამადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ნათქვამი, ეს მაინც ასეა – იესოს  ძლიერ სურს მოაწყოს თქვენთან ახლო, მამა-შვილური, მეგობრული, სასიყვარულო ურთიერთობა, მან ხომ  ამისათვის უკვე ყველაფერი  მოამზადა.
ეხლა არჩევანი თქვენზეა.

გსურთ თუ არა პირდაპირ ახლა, ლოცვით, აღიაროთ იესო ქრისტე თქვენს უფლად და მხსნელად?

 

 

 .