ნაბიჯი – მეოთხე


სამყაროს ბუნების კანონები მართავს,

ხოლო ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან  სულიერი კანონები.    

მაშ ასე, ოთხი სულიერი კანონი:

კანონი 1. ღმერთს უყვარხართ თქვენ. მან  შეგქმნათ თქვენ მასთან ურთიერთობისთვის.

ღმერთს უყვარხართ თქვენ. “რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.”იოან.3:16

ღმერთს სურს რომ ჩჳენ პირადად შევიცნოთ იგი. “საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტეს.” იოან.17:3

ჩვენი უფალი და მხსნელი იესო, გვთავაზობს  სიკეთით სავსე ცხოვრებას. “ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი. ” 2კორ.5:17

იესო მოვიდა იმისათვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შესძლოს პირადად შეიმეცნოს და ესმოდეს ღვთისა . მხოლოდ იესოს შეუძლია აზრი და მიზანი მისცეს ჩვენს ცხოვრებას.

მაშ, რა გვაკავებს ჩვენ ღმერთის შემეცნებისაგან?… მაშ რატომაა, რომ უმრავლესობას ადამიანთაგან , არა აქვთ ეს სავსე  ცხოვრება და ლაღი ურთიერთობა შემოქმედთან?

კანონი 2.  ადამიანს არ აქვს ურთიერთობა  შემოქმედთან, თავისი არასწორი არჩევანის გამო.

ადამიანი შექმნილი იყო ღმერთთან ურთიერთობისათვის, მაგრამ ჯიუტი დამოუკიდებლობის სურვილით ადამიანმა აირჩია თავისი გზა, რისი რეზულტატიც იყო ღვთისაგან – ესე იგი სიცოცხლისგან, კურნებისაგან, მშვიდობისაგან განშორება. ეს სიჯიუტე, რომელიც გამოიხატა ღმერთთზე აქტიურ დაუმორჩილებლობაში, ან მისდამი გულგრილობაში, ბიბლიის მიერ წოდებულია ცოდვად.

ბიბლიიდან ჩვენ ვგებულობთ, თუ რა არის ცოდვა და ვინ არის ცოდვილი!

ვინ არის ცოდვილი? ნუთუ მეც? “ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულია ღვთის დიდებას.” რომ.3:23

რა მოსდევს ცოდვას ჩვენს ცხოვრებაში. “ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.” რომ.6:23     “მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის …” ესაია 59:2

ღმერთი წმინდაა, ხოლო ადამიანი ცოდვილი.

ეს დიაგრამა აჩვენებს რომ ღმერთი წმინდაა, ხოლო ადამიანი ცოდვილი და არის დიდი  გამყოფი უფსკრული მათ შორის. ისრები გვაჩვენებს იმას, თუ როგორ მუდმივად ცდილობს ადამიანი  მიუახლოვდეს  ღმერთს და გამოიმუშავოს სავსე ცხოვრება მისგან საკუთარი ძალისხმევით. მაგალითად: კეთილი საქმეების კეთებით, ან  ფილოსოფიით თუ რელიგია-რიტუალებით. თუმცა ჩვენი კეთილი საქმეები არ არის საკმარისი ჩვენი ცოდვების დასაფარავად. ერთადერთ გამოსავალს ამ ჩიხიდან მესამე კანონი გვთავაზობს…

კანონი 3.   იესო ქრისტე – აი ერთადერთი გზა კაცობრიობის ცოდვებისგან დახსნისა.

ის მოკვდა ჩვენთვის. “რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.” იოან.3:16   “მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით ამტკიცებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.” რომ.5:8

იესო არა მხოლოდ მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, არამედ აღდგა კიდეც მკვდრეთით.  როდესაც მან ეს გააკეთა, მან ეჭვგარეშედ დაამტკიცა, რომ მას შეეძლო კანონიერად აღეთქვა თავისი მორწმუნეებისათვის საუკუნო სიცოცხლე – და რომ ის არის ძე ღვთისა და ერთადერთი წყარო, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ვიცნობდეთ და მივუახლოვდეთ ღმერთს. სწორედ ამიტომ თქვა იესომ, “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით.” იოან.14:6.

* ესეიგი, ყველა ჩვენთაგანი ცოდვილია და განწირულია სასიკვდილოდ! * მაგრამ ღმერთმა გადო ხიდი უფსკრულზე, რომელიც მასსა და ადამიანს შორის იყო განმტკიცული(იხილეთ სურათი). და გამოგზავნა თავისი ძე  იესო ქრისტე, რათა ის ჩვენს ნაცვლად მომკვდარიყო ჯვარზე, ეტვირთა  ჩვენი დანაშაული, ჩვენივე ცოდვების გამო განჩინებული. * ამ ღვაწლის წილ, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ცოდვების პატიება, სიკეთით სავსე სიცოცხლე  და გახსნილი-პირადი ურთიერთობა ღმერთთან.

კანონი 4.   ჩვენ გვჭირდება, რომ   მივიღოთ  იესო ქრისტე, როგორც  ჩვენი მხსნელი და უფალი.

მიუძღვნა იესოს ცხოვრება და გამოვაცხადო იგი ჩემს უფლად გულისხმობს:

  • შევიცნოთ, რომ  ჩვენ ვართ სასიკვდილო მსჯავრის ქვეშ ღვთისადმი დაუმორჩილებლობისა და გულგრილობის გამო.
  • ვირწმუნოთ, რომ იესო ქრისტემ იტვირთა ჩვენი სასჯელი და ცოდვა; და მადლიერი ვიყოთ მისი ამ წყალობისა და პატიებისთვის.
  • მოვისურვოთ, რომ გვიყვარდეს იგი და ვუსმენდეთ  მას. ზურგი ვაქციოთ ცოდვას და ვიწყოთ პირადი ურთიერთობა მასთან.

შევურიგდით რა ღმერთს, მისი შვილები გავხდით

ბიბლია ამბობს, “ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.”იოან.1:12

თქვა იესომ “ვდგევარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ მასთან.”

ეს ორი წრე ცხოვრების ორ სტილს ასახავს:

უღმერთოდ მართული ცხოვრება
*მე* – საკუთარი თავი -“ეგო” ზის ცხოვრების ტახტზე                                *იესო* – ცხოვრების გარეთაა,                                                                                     ამ ადამიანს არ მიუნდია თავისი ცხოვრება უფლისათვის  შედეგად გადაწყვეტილებები და მოქმედებები მხოლოდ დამოუკიდებლად მიიღება,რაც ხშირად იმედგაცრუებით მთავრდება.

იესო ქრისტესგან მართული ცხოვრება
*ეს ადამიანი ემორჩილება იესოს. მან თავისი ცხოვრება გადსცა უფალს. *ცხოვრების ტახტზე უფალია. შედეგად პიროვნება ხედავს იესოს გავლენასა და წინამძღოლობას საკუთარ ცხოვრებაში

 

  • რომელი წრე უკეთესად გამოხატავს შენს ცხოვრებას?
  • რომელი წრე გსურს, რომ გამოხატავდეს შენს ცხოვრებას?
  • ვინ ზის შენი გულის ტახტზე?
შენ შეგიძლია  სწორედ ახლა, აირჩიო სწორი ცხოვრების სტილი და მოიპატიჟო იესო შენს ცხოვრებაში.
გახსოვდეს რაც იესომ თქვა: “აჰა, ვდგევარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ მასთან.”(გამოცხ.3:20)
გსურს რომ უპასუხო მის მოწვევას?
გთავაზობ პირდაპირ ახლა, ლოცვით,  მიუძღვნა შენი ცხოვრება უფალ იესოს  და დაიწყო მასთან ახლო ურთიერთობა.

 

საჭიროა მხოლოდ ილოცო»